თეგებით ძიება

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა