თეგებით ძიება

2023 წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, 16 გარდაცვლილი იპოვეს, 60 კვლავ დაკარგულად ითვლება

2023 წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, მათგან 89 ოპოვეს ( მათ შორის 16 გარდაცვლილი), 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ შსს-ს სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: 01.01.23-31.12.23

01.01.23-31.12.23 პერიოდში:

თბილისი - 54 დაიკარა; მოიძებნა 35;

ქვემო ქართლი - 6, მოიძებნა 4;

კახეთი - 21, მოიძებნა 17;

შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1;

სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2;

გურია - 5, მოიძებნა 3;

მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1;

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20, მოიძებნა 4;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24, მოიძებნა 21;

აჭარა - 4, მოიძებნა 1; აფხაზეთი 0.

2023 წელს დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი 65 ადამიანი (მოიძებნა 35; 10 გარდაცვლილი) 25-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია; 18 წლამდე - 17 პირი (მოიძებნა 11; 0 გარდაცვლილი); 

გასულ წელს დაკარგულ მოქალაქეებს შორის 135 პირი საქართველოს მოქალაქეა (81 მოიძებნა, 15 გარდაცვლილია), 14 კი უცხო ქვეყნის - (8 მოიძებნა, 1 გარდაცვლილია).

ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 6571 ადამიანი დაიკარგა, მოიძებნა 5549, მოსაძებნი კი დარჩა 1022 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა