უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სტოლტენბერგს 2034 წლისთვის უკრაინის ალიანსში გაწევრიანების იმედი აქვს.
"ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები თავიანთ თანამდებობებზე არ იქნებიან, ზოგი პენსიაზე იქნება გასული, "ზოგიერთი კი ამ სამყაროში აღარ იქნება“ და შესაძლოა, არც უკრაინა არსებობდეს“, - განაცხადა მედვედევმა.
იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება.