თეგებით ძიება

ევროკომისიამ განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვერ ჩამოართმევენ

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია კანონიერად ჩამოართვას უნგრეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა, მაგრამ შეუძლია მას ბოიკოტი გამოუცხადოს. ამის შესახებ ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ Suspilny-თან ინტერვიუში განაცხადა. 

იუროვამ აღნიშნა, რომ მას, როგორც იურისტს, შეუძლია თქვას, რომ არ შეიძლება, უნგრეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩამოერთვას.

"არანაირი საშუალება არ არსებობს ამის გაკეთების, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ბოიკოტი გავუწიოთ და ღიად ვაჩვენოთ, რომ არ ვეთანხმებით ბატონი ორბანის პოლიტიკას. ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ და ეტაპობრივად ვემზადებით პოლონეთის თავმჯდომარეობისთვის, რომელიც ახალი წლის შემდეგ დაიწყება“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქმედებების მიუხედავად, ვიქტორ ორბანი ვერ შეძლებს, ევროკავშირს ზიანი მიაყენოს.

"უნგრეთის თავმჯდომარეობა მოდის იმ დროს, როდესაც საბჭო არ მიიღებს საკვანძო გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ ვართ საკანონმდებლო პერიოდის, ინსტიტუციებში მანდატების ცვლილებების დასაწყისში“, - ამბობს იუროვა.

შეგახსენებთ, რომ „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის საზღვარგარეთ ვიზიტების გამო, ევროკავშირის ექვსმა ქვეყანამ უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად მინისტრთა შეხვედრებისთვის ბოიკოტი გამოეცხადა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა კომისართა კოლეგიის ვიზიტი უნგრეთში და შეცვალა წარმომადგენლობის დონე უნგრეთის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრებზე.

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 1-ელ ივლისს გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა