ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა
2024 წლის 15 ივლისიდან 93 ქვეყნის მოქალაქეები, ტაილანდში უვიზოდ, 60 დღის განმავლობაში დარჩებიან, მათ შორის არის საქართველოც.
სავიზო პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ ტაილანდის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მაისში განაცხადა. სავიზო პოლიტიკის ოთხი განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მეტი შემოსავლის გამომუშავებისთვის და ეროვნული ეკონომიკის გასაძლიერებისკენ.