ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრის გადადგომას დათანხმდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომას დათანხმდა. ამის შესახებ BFMTV იუწყება.
სამშაბათს, 16 ივლისს, მაკრონმა საბოლოოდ მიიღო ატალის წინადადება გადადგომის შესახებ მას შემდეგ, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა მას სთხოვა, თანამდებობა დროებით არ დაეტოვებინა.
ატალი და სხვა მინისტრები ახალი მთავრობის დანიშვნამდე მუშაობას გააგრძელებენ. ამის შემდეგ ის ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას და მაკრონის პოლიტიკური ძალის ფრაქციას უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, გაბრიელ ატალი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად 9 იანვარს დაინიშნა. 34 წლის ატალმა ამ პოზიციაზე ელიზაბეთ ბორნი ჩაანაცვლა და თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.