თეგებით ძიება

იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობდა არეულობის ჭაობში ჩაეფლო ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობდა არეულობის ჭაობში ჩაეფლო ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ცდილობდა ძირი გამოეთხარა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისთვის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური სინდიკატი, მაგრამ მათი კრიმინალური ბუნება მხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლების დარღვევით არ შემოიფარგლება. მათ გაცილებით უფრო დიდი დანაშაული აქვთ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ძირი გამოეთხარათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სტაბილურობისათვის, ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ და მავნებლობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას მოეპოვებინა ახალი ეტაპები, თუნდაც ევროინტეგრაციის. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ არეულობის ჭაობში ჩაეფლოთ ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა. ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცის მათი ამ დანაშაულებრივი მენტალიტეტისა და ბუნების შესახებ“,- განაცხადა იონათამიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა