„ცახალი”: ისრაელმა გასულ ღამეს ღაზის სექტორში 25-ზე მეტი ობიექტი დაბომბა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 25-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცახალის”) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
„გასულ ღამეს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის მთელს ტერიტორიაზე 25-ზე მეტ ტერორისტულ ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორისაა სამხედრო შენობები, ტერორისტული ინფრასტრუქტურა და საფორტიფიკაციო ნაგებობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ებრაელმა სამხედროებმა „ჰამასის“ სნაიპერის და კიდევ ერთი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ეს ღონისძიება იყო სამშაბათს „ჰამასის“ მიერ ისრაელის ქალაქ სდეროთის დაბომბვის საპასუხოდ ჩატარებული.