რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა, მათგან 13 აზოვსტალის მცველია
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 95 პირი დააბრუნა. გაცვლილ ტყვეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები.
"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან", - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიორების შუამავლობით მოხდა.
ტყვეების გაცვლაზე ფორმულიტ 95-დან 95-მდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა.
წინა გაცვლის დროს, რომელიც ივნისში შედგა და ასევე ორგანიზებული იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების დახმარებით, რუსეთმა და უკრაინამ თითოეულმა 90 ტყვე დააბრუნა.
უკრაინელი სამხედროების ტყვეობიდან დაბრუნების საკოორდინაციო შტაბში განმარტავენ, რომ ეს არის 54-ე გაცვლა ომის დაწყებიდან. უკრაინაში 3405 ადამიანი დაბრუნდა. მათ შორის, ვინც ახლა გაცვალეს, არის 23 მარიუპოლის მცველი, მათ შორის 13 აზოვსტალს იცავდა.