თეგებით ძიება

ბოჭორიშვილი ახალი მოწვევის ევროპარლამენტზე: სურვილი არის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეთ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია

სურვილი არის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეთ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია, იცოდნენ უფრო მეტი, ვიდრე პრესაში იწერება, - განაცხადა ახალი მოწვევის ევროპარლამენტის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც მეორე დღეა, სტრასბურგში იმყოფება და კოლეგებს ხვდება.

„სურვილი არის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეთ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია, იცოდნენ უფრო მეტი, ვიდრე პრესაში იწერება. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში არიან წარმოდგენილი ადამიანები, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა რეფორმებთან და იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველომ გამოიარა იმისათვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გამხდარიყო. და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, რომ დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში, იყოს ჩვენს გვერდით და მაქსიმალურად გავზარდოთ მხარდაჭერა ევროპარლამენტარებს შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ასოცირებულ ქვეყნებს ერთნაირი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

„არის განცდები, რომ საქართველო გარკვეულწილად იჩაგრება ამ პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანას ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობები, როდესაც ვსაუბრობთ ასოცირებული ქვეყნების კანდიდატობაზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის მხარდამჭერები იყვნენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფში და არ მოხდეს საქართველოს განცალკევება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა