ჩინეთში, 14 სართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი
ჩინეთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძარი ჩინეთის დასავლეთ პროვინცია სიჩუანის ქალაქ ზიგონგში, 14 სართულიან სავაჭრო ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 6 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია. სამაშველო ჯგუფებმა 30 ადამიანი გამოიყვანეს. გაურკვეველია რამდენი ადამიანია კვლავ შიგნით.
მედიის ცნობით, ადგილობრივი სახანძრო განყოფილებიდან შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 300-მდე თანამშრომელი და ათობით მანქანა გაიგზავნა.