ზესტაფონში 77 წლის ქალს ეძებენ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 77 წლის ქალს ეძებენ.
როგორც ოჯახის წევრმა, რუსიკო ყიფშიძემ განაცხადა, ასაკოვან ქალბატონს 15 ივლისიდან ეძებენ.
მისივე ინფორმაციით, ის ბოლოს გუშინ, ქვედა საზანოს ტერიტორიაზე ნახეს.
ოჯახის განცხადებით, ქალს დემენცია აქვს.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე:
599 305 316 რუსიკო
593 91 92 02 კახა
558 94 79 59 ნათია