თეგებით ძიება

26 ოქტომბრის არჩევნები არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის - მამუკა ხაზარაძე

ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, ეს არის ყველზე მთავარი ამბავი, ვინც სხვანაირად ამბობს, ის არის ან გზააბნეული, ან ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიების „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, სწორედ „ეროვნული არჩევანია ის, რასაც ჩვენ, დღეს ვაკეთებთ და ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

ხაზარაძემ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ეს არის წყალგამყოფი არჩევანი.

„ყველას გვინდა ერთი რამ, ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო. ჩვენ გვინდა ფეხზე დამდგარი, წელში ეკონომიკურად გამართული, ძლიერი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება. ჩვენ გვინდა ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, თავისი მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენის საშუალება - ეს ადგილი არის ევროპა.

ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა. რატომ არის გადამწყვეტი ბრძოლა: ასეთი კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევანზე არ ჰქონია. ჩვენი ქვეყნის არჩევანის ასეთი რადიკალური შემოტრიალება სხვა მიმართულებით, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, არჩევნები, რომელიც მოდის 26 ოქტომბერს, არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის", - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ამისთვის, "ერთი რამ არის საჭირო, რასაც ერთობა ჰქვია. რადგან ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერ დავაყენებთ ფეხზე".

ხაზარაძემ საკთარ გამოსვლაში ისაუბრა ანა დოლიძისა და ლევან ცუცქირიძის შესახებ და განაცხადა, რომ ისინი მებრძოლი ადამიანები არიან.

"ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა იყო ნათელი, გამჭვირვალე - იყოს გამჭვირვალე და მოწესრიგებული სასამართლო სისტემა, რომ შვილები და ბავშვები არ შიმშილობდნენ, რისთვისაც ანას თავისი ენერგია და ცოდნა აქვს ჩადებული.

ლევან ცუცქირიძე, რომელიც მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობის გარშემო, თავის არაჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც ვმეგობრობ ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, ყველა ეს ადამიანი არის პროფესიონალიზმით გამორჩეული. ისინი არასდროს იღებდნენ პოლიტიკაში მონაწილეობას, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზულ ფუნდამენტს ქმნიდნენ - განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა თუ ნებისმიერ რამ. მე ვარ ბედნიერი, რომ ლევანმა და მისმა მეგობრებმა მიიღეს ყველზე სერიოზული გადაწყვეტილება, შემოსულიყვნენ პოლიტიკაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა