თეგებით ძიება

მშვიდობას არა უკრაინის დანებების ხარჯზე, არამედ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ - ბორელი

მშვიდობას არა უკრაინის დანებების ხარჯზე, არამედ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც ახლა ვაწყდებით, ვუმკლავდებით 2 ომს, უკრაინასა და ღაზაში. ჩვენ ვხედავთ უცხოურ ჩარევებს ჩვენს საარჩევნო პროცესებში ყველგან, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ვისაუბრეთ იმაზე როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, მაგრამ მშვიდობას არ უნდა მივაღწიოთ უკრაინის დანებების ხარჯზე, მშვიდობა უნდა ეყრდნობოდეს საერთაშორისო კანონებს და უნდა მივაღწოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხარჯზე", - განაცხადა ბორელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა