თეგებით ძიება

სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლება 10 კლასამდე გაიზარდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო, რომელიც ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას.

საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსწავლეები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, მე-9 კლასის ნაცვლად, ვალდებული იქნებიან მე-10 კლასიც დაასრულონ.

ცვლილებების მიხედვით, კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური:

დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები),

საბაზო (4 წელი – VII-X კლასები)

საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).

აქამდე მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავდა.

შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებით სამწლიანი საშუალო განათლება შემცირდა 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი დარჩა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა