თეგებით ძიება

დაჩი ბერაია ანანია გაჩეჩილაძეზე: ამ პიროვნებას როგორ შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი, როდესაც პრეზერვატივზე ქართველი მეფეები და წმინდანები გამოსახა

ამ პიროვნებას [ანანია გაჩეჩილაძე] როგორ შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი, როდესაც პრეზერვატივზე ქართველი მეფეები და წმინდანები გამოსახა. ეს პიროვნება ცდილობდა დღეს პროვოკაციის მოწყობას, - ამის შესახებ დეპუტატმა დაჩი ბერაიამ „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა.

„მოლში მაღაზიიდან გამოვდიოდი, როდესაც ზურგს უკან მომესმა შეურაცხმყოფელი სიტყვები. შევტრიალდი, რომ დამეზუსტებინა ვინ იყო და რას საუბრობდა. ამ დროს მოვიდნენ და დამიწყეს „მოღალატის“ და „მონას“ ძახილი. ეს ფაქტი იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, რომელიც არ გამოუვიდათ. თითქოს ერთი შეხედვით აღშფოთებული მოქალაქეები აღმოჩნდებიან ხოლმე „ნაცმოძრაობის“ ზონდერები და აქტივისტები. ამჯერადაც სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. ამ პიროვნებას [ანანია გაჩეჩილაძე] როგორ შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი, როდესაც პრეზერვატივზე ქართველი მეფეები და წმინდანები გამოსახა. ეს პიროვნება ცდილობდა დღეს პროვოკაციის მოწყობას. ესენი არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მონები, იღებენ მათ დავალებებს, უნდათ ქვეყანაში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი და დავალების შესრულებისთვის ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, თუმცა მათ ეს არ გამოსდით. ქართველმა ხალხმა იცის სიმართლე და სიმართლე არის ძლიერი ინსტრუმენტი მათ შორის ხელისუფლების ხელში.

ჩვენი სიმართლე არის დღეს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება, უნდა გაძლიერდეს, უნდა იყოს სიმშვიდე და შენარჩუნდეს ეკონომიკის ზრდის ის ტემპი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ისინი პროვოკაციებს ვერ მოაწყობენ, ქვეყანას ვერ არევენ. მათი ყველა მცდელობა დასრულდება კრახით, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც, რამეთუ ქართველმა ხალხმა იცის სად არის სიმართლე. რამდენიმე წამიანი ვიდეო გაასაჯაროვეს, რატომ არ გაასაჯაროვეს დანარჩენი ნაწილი, ქართველი ხალხი მიხვდება“, - აღნიშნა ბერაიამ.

კითხვაზე, რა არ არის ნაჩვენები გამოქვეყნებულ ვიდეოში, დეპუტატი პასუხობს, რომ სიმართლე.

„ავუხსენი მათ, რა იყო სიმართლე, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ გარდა დედის გინებისა. ვუთხარი, ხელმეორედ გაემეორებინათ ის სიბინძურე, რასაც მეუბნებოდნენ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არც კანონი ჰქონდათ წაკითხული, არც არაფერი, უბრალოდ პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ“, - განაცხდა ბერაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა