ოფიციალურად გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ფეხბურთელია
გიორგი მიქაუტაძესა და „ლიონს“ შორის კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმდა და ტრანსფერის თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა, – ინფორმაცია ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ლიონი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე თავისი ბვშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“, – წერს „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელია. თავის ყოფილ კლუბ „მეცში“ კი გიორგიმ გასულ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.