თეგებით ძიება

ვინ არის მდინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდი?

მდინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდი თაბუკა ახალაიაა. მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარეზე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარე ენგურში ბანაობდა.  იგი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაუწყეს. ნაპირზე იპოვეს მოზარდის ტანსაცმელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა