თეგებით ძიება

დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენის გადახურვის სტრუქტურა სრულად შესაცვლელია

არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების მეთვალყურეობით ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე სტიქიის შედეგად დაზიანებული კრამიტის საბურველის მოხსნა მიმდინარეობს. სპეციალისტების მიერ თავდაპირველი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენის გადახურვის სტრუქტურა საჭიროებს სრულად შეცვლას.

ამასთანავე, დაწყებულია ალავერდის საკათედრო ტაძრის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის გადახურვასთან დაკავშირებული კვლევით-საპროექტო სამუშაოები და სარესტავრაციო მეთოდოლოგიის შემუშავება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა