კიევის ოლქში ქალმა თავის დაწვა სცადა (ვიდეო)
კიევის ოლქის პოლიცია ბელოცერკოვშჩინაში თვითმკვლელობის მცდელობის გარემოებებს ადგენს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 18 ივლისს კიევის დროით 16:00 საათზე სასამართლოს დაცვის თანამშრომლებმა სასამართლოს შენობასთან შენიშნეს მოქალაქე, რომელმაც აალებადი ნივთიერებით თავის დაწვა სცადა.
ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლის ჩასაქრობად ცეცხლმაქრი გამოიყენა.
ექიმების თქმით, ქალს სხეულის 70%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი და მისი მეუღლე ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით საკითხს სასამართლოში წყვეტდნენ.
კიევის ოლქის პოლიციის გამომძიებლებმა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.