სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დღეს, დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"19 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.