თეგებით ძიება
19. 07. 2024 მსოფლიო

ვიქტორ ორბანის განცხადებით, მსოფლიოში იზრდება იმ პოლიტიკურ ლიდერთა მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელთაც არა ომი, არამედ მშვიდობა სურთ

ვიქტორ ორბანის თქმით, მსოფლიოში იზრდება იმ პოლიტიკურ ლიდერთა მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელთაც არა ომი, არამედ მშვიდობა სურთ. უნგრეთის პრემიერ მინისტრის აზრით, დონალდ ტრამპსაც თავს სწორედ მისი პროსამშვიდობო შეხედულებების გამო დაესხნენ თავს.

ვიქტორ ორბანმა მის მიერ წამოწყებულ სამშვიდობო მისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი და ომის მომხრე ევროპელი ლიდერები ვითარებას გულუბრყვილოდ უყურებენ. უნგრეთის პრემიერ მინისტრის თქმით, როდესაც ომში მყოფ მხარეებს მშვიდობა არ სურთ, მაშინ ძალაუფლების მქონე მსოფლიო ლიდერები უნდა გაერთიანდნენ მშვიდობის მისაღწევად.

„ომის მომხრე ძალები ცდილობენ მშვიდობის მომხრე ძალების პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობას. მადლობა ღმერთს, რომ ტრამპი გადარჩა, ის მშვიდობის პრეზიდენტია. არ ვადანაშაულებ ფონ დერ ლაიენს და ომის მომხრე ევროპელ ლიდერებს, რომ ისინი სოროსის სტილის სპეკულანტების ჯიბეში სხედან, მათი მთავარი პრობლემა გულუბრყვილობაა. ფიქრობენ, რომ მხარეებს დაარწმუნებენ, რომ ომი კარგი რამ არ არის. როდესაც ომში მყოფ მხარეებს მშვიდობა არ სურთ, უნდა ვიკითხოთ, სურთ თუ არა მსოფლიო ცენტრალური ძალაუფლების მქონე ლიდერებს მშვიდობისთვის სწრაფვა, მათ უნდა უთხრან დაპირისპირებულ მხარეებს, რომ მსოფლიოს მშვიდობა უნდა“, - განაცხადა ორბანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა