ვინ იყო მოტოციკლის მძღოლი, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ავარიას ემსხვერპლა? (ვიდეო)
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა მოტოციკლის მძღოლს, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა და მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
საბურთალოზე, ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ავტომობილს შეეჯახა. სხვა დეტალები ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.