თეგებით ძიება
19. 07. 2024 მსოფლიო

The Guardian: ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერს სთხოვა ნება მისცეს ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან და მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე სთხოვა, რომ უკრაინას ნება დართონ ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ზელენსკიმ ბრიტანეთის მთავრობის წევრებს მიმართა და თქვა, რომ „თუ შეზღუდვა დასავლურ იარაღზე იქნება მოხსნილი“, ეს უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს და მის ფრონტისპირა პოზიციებს უსაფრთხოს გახდის. ზელენსკის თქმით, რუსეთში შესაძლებელი იქნება იარაღის კონცენტრაციის ადგილების განადგურება.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ ასევე სტარმერს სთხოვა, რათა მან ამ საკითხში ლიდერობა გამოავლინოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა