მაშინ, როდესაც ტრამპი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტს მიწოდებდა, ივანიშვილი და მისი ჯგუფი მას „საერთაშორისო აფერისტს" ეძახდნენ - სააკაშვილი
სწორედ დონალდ ტრამპმა შემოიღო ფინანსური სანქციები მოლდოველი ოლიგარქის, პლახოტნიუკის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილივით ჰქონდა მიტაცებული მოლდოვა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილი აბოლებს თავისი მაფიოზური კლანის წევრებს, რომ მას ტრამპთან ყველაფერი გარკვეული და მოგვარებული აქვს.
მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ, როდესაც ტრამპი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტს მიწოდებდა და ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც ჩემს რჩევებს კითხულობდა, ივანიშვილი და მისი ჯგუფი მას "საერთაშორისო აფერისტს" ეძახდნენ და პირადად ივანიშვილმა შეაჩერა ტრამპის უმაგრესი პროექტი და ბათუმი დატოვა ტრამპ-ტაუერის გარეშე, რომელსაც უზარმაზარი ესთეტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა.
უკვე მაშინ გაირკვა, რომ ოლიგარქის მიტაცებულ ქვეყანაში ტრამპის ან სხვა ცნობილი ინვესტორების ადგილი აღარ რჩება.
სწორედ დონალდ ტრამპმა შემოიღო ფინანსური სანქციები მოლდოველი ოლიგარქის, პლახოტნიუკის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილივით ჰქონდა მიტაცებული მოლდოვა.
ასევე, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი, ვენსი ცნობილია მისი კრიტიკული გამონათქვამებით ოლიგარქებზე და ოლიგარქიებზე“, - წერს სააკაშვილი.