თეგებით ძიება
19. 07. 2024 მსოფლიო

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

ლვოვში, 19 ივლისს, რადას ყოფილ დეპუტატს, ენათმეცნიერ ირინა ფარიონის ესროლეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია.

ფარიონზე თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ექიმები ქალის გადარჩენას ცდილობენ:

"უკრაინის ეროვნული პოლიციისა და SBU-ს ყველა საჭირო ძალა ჩართულია ამ დანაშაულის გარემოებების დადგენაში. ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლისთვის იბრძვიან. ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დასაგმობია და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“ - წერს ზელენსკი. 

არსებული ინფორმაციით, მას ტაძარში ყოფნისას ესროლეს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი 20-25 წლისაა. მის დასაკავებლად უკრაინელი სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

ფარიონი 2012-2014 წლებში უკრაინის რადას დეპუტატი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა