თეგებით ძიება

ბაიკერის გარდაცვალების საქმე - პირი, რომელმაც კატასტროფის ადგილას ვიდეო გადაიღო და გამოაქვეყნა, იზოლატორი დატოვა

ბაიკერის გარდაცვალების საქმე - გიკა მოდებაძემ, რომელმაც კატასტროფის ადგილას ვიდეომასალა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გაათავისუფლეს, მან იზოლატორი უკვე დატოვა.

დაკავებული სამართალდამცველი კი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული პოლიციელის მიერ დევნის ოპერაციის დროს დაიღუპა 19 წლის ახალგაზრდა. ამ საქმეზე ახლა გამოძიება გრძელდება. დასაშიფრია სათვალთვალო კამერები, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე ამოიღეს. სწორედ კამერების გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი, ემსხვერპლა თუ არა რემი დემეტრაშვილის სიცოცხლე პოლიციის არასწორად დაგეგმილ სპეცოპეარაციას.

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, რევი დემეტრაშვილი გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ მოტოციკლის მძღოლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა და მას გზა ჩაუკეტა.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა გიკა მოდებაძეს აქვს გადაღებული. ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს. სწორედ ამ ვიდეოს გამო დააკავეს გიკა მოდებაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა