დღეს საღამომდე ფრთხილად იყავით... - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ წერს.
"ბოლო შეფასებების მიხედვით;შავ ზღვის სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე, ზოგან ადგილობრივად წვიმა და ელჭექი გრძელდება.მომდევნო 48 საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა შესაძლოა აღინიშნოს -აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში, ასევე ლოკალურად, ინტერვალებით, აღმოსავლეთის ბარში.20.07.2024 (შაბათი) საღამომდე, ფრთხილად იყავით ნეგატივებისგან, როგორიცაა წყალდიდობა, ელვა, ადგილობრივი სეტყვა, მეწყერი და ტრანსპორტის შეფერხება.“ - წერს ფარტენაძე.