თეგებით ძიება
20. 07. 2024 მსოფლიო

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში,  სტუდენტების მიერ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, სამთავრობო სამუშაო ადგილების კვოტირების წინააღმდეგ  სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ხუთი დღის განმავლობაში პოლიცია ცრემლსადენი გაზს და ხმოვან ყუმბარებს ისროდა მომიტინგეების დასაშლელად, დემონსტრანტები შეტაკების დროს უსაფრთხოების ძალებს აგურებს ესროდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.

19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. ბანგლადეშში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, დაიხურა უნივერსიტეტები და მთავრობამ დედაქალაქ დაკაში ყველა სახის შეკრება და დემონსტრაცია აკრძალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა