ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი
ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი. დაკარგულად 30 ადამიანი ითვლება.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, გზატკეცილზე ხიდი წყალდიდობის გამო ჩაინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი მდინარეში აღმოჩნდა. შემთხვევა ქალაქ შანლუოში მოხდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ახლა ჩინეთი წყალდიდობების მხრივ კრიტიკულ პერიოდში იმყოფება და მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.