"ბავშვებთან დამეგობრებიდან ცოტა ხანში, აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს: "მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს..." - რას წერს ყოფილი პრეზიდენტი შვილზე?
"ალისას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა 4 წლის, ახალი საყვარელი საქმიანობა გაუჩნდა - სულ ეძებს და უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს "მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს".
საოცრებაა ისიც, რომ არცერთი ბავშვი უარს არ ეუბნება და არიან ასე საერთო პირჯვრის წერაში და ბუტბუტში" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.