თეგებით ძიება

ნინო წილოსანი: ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტში მუხლები იმგვარად არის შერჩეული, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს საფრთხე არ დაემუქროს.

„საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონპროექტს ოპოზიციის ნაკლებად დესტრუქციულმა ნაწილმა - „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმაც“ დაუჭირეს მხარი და გარკვეულწილად მულტიპარტიული მხარდაჭერა გამოვიდა. თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 19 ივლისის პლენარულ სხდომაზე მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა