„ცაჰალი“: ისრაელის არმიამ ღაზაში იარაღის სამალავს მიაგნო
ისრაელის არმიის სამხედროებმა ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ქალაქ ღაზაში მდებარე მრავალსართულიან სახლში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
„საჯარისო ნაწილებმა დაზვერვის მეთაურობით რამდენიმე შენობაში, სადაც „ჰამასის“ ტერორისტები იმყოფებოდნენ, რეიდი ჩაატარეს, მათ შორის იმ შენობაში, რომელიც სამოქალაქო კვარტალში არის განლაგებული. სამხედროებმა აღმოაჩინეს იარაღები, ტყვია-წამალი, „ჰამასის“ სამხედრო-საზღაო დანაყოფის ეკიპირება, ჯავშანჟილეტები, შაშხანები და სადაზვერვო მასალები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებით, გასულ კვირას სამხედროებმა საერთო ჯამში 150-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს, ასევე ტერორისტული ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი დაახლოებით 100 ობიექტი გაანადგურეს.