თეგებით ძიება

იოსელიანი: ამნისტიის აქტი მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია, რომელსაც უამრავი მსჯავრდებული ელოდება, ამიტომ ამის გარშემო დებატები მნიშვნელოვანია

ამნისტიის აქტი ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტია, რომელსაც უამრავი ოჯახი და მსჯავრდებული ელოდება, ამიტომ ამის გარშემო დებატები და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ კონკრეტული საკითხები დავაყენეთ. ბუნებრივია, დოკუმენტი რომელ მუხლსა და დანაშაულს უნდა შეეხოს ამაზე ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ეს არის უფრო პოლიტიკური სახის გადაწყვეტილება, რომელსაც ამ შემთხვევაში მმართველი პარტია იღებს. ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს, მივესალმებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს ჰუმანური აქტი ყველაფერთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს გარკვეულ ხარვეზებს, რომელიც მაგალითად, 2012 წელს ამნისტიის აქტმა დაუშვა და არ მოაწესრიგა, რომელმაც გარკვეული უსამართლობის განცდა დატოვა უვადო თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულებს შორის. მოლოდინი გვაქვს, რომ მაშინ დაშვებული ეს შეცდომა თუ მათ მიმართ უსამართლობა გამოსწორდება და ამ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, ამნისტიით ისარგებლონ. აქ საუბარი არ არის ყველა მსჯავრდებულზე, საუბარია იმათზე, ვინც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც იმსახურებს, რომ სახელმწიფომ იმსჯელოს მათთვის გარკვეული შეღავათის მექანიზმის შექმნაზე“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა