თეგებით ძიება

პეტრე ცისკარიშვილი - 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას სახლში გაისტუმრებს

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას სახლში გაისტუმრებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

ცისკარიშვილის თქმით, მოლოდინი არ აქვთ იმისა, რომ მომხდართან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ჩვენს სახელმწიფოში სამწუხაროდ არის მოცემულობა, რომ კანონი არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ერთგულები და პოლიტიკურად აფილირებულები არიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინონ, ძალადობრივი იქნება ეს თუ კორუფციული, მათ კანონი პასუხს არ მოსთხოვს, რადგან ისინი პოლიტიკურად ეხმარებიან, მხარს უჭერენ, ხმებს უგროვებენ და არჩევნებში გამარჯვებაში ეხმარებიან „ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი და ილუზია, რომ სამართლებრივად რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მართლმსაჯულება იზეიმებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვიცით, რომ რომ საგარეჯოში, თავს დაესხნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, აქტივისტებს და იქ შეკრებილ ხალხს. ზონდერები დასდევდნენ, სცემდნენ და ასახიჩრებდნენ ახალგაზრდებს, ზოგს სადარბაზოებთან უსაფრდებოდნენ, ზოგს იქვე ადგილზე უსწორდებოდნენ ფიზიკურად. 26 ოქტომბერს ყველა ამ ადამიანს ერთად გასცემს პასუხს ქართველი ხალხი და ამ ხელისუფლებას გაისტუმრებს სახლებში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა