თეგებით ძიება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქმიანი ურთიერთობისთვის მთავარია რეალურ კვლევაზე, რეალურ ფაქტორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

უარყოფითი ტონი, რომელიც შესაძლოა მოქმედებს ინვესტორზე არასწორი პოლიტიკური მესიჯბოქსიდან გამომდინარე, გაქარწყლდება და გაქარწყლებდა, როდესაც კვლევის შედეგების მიხედვით საქართველო და სხვადასხვა ქვეყანა აღმოჩნდება საპირისპირო მდგომარეობაში და კარგ პოზიციაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქმიანი ურთიერთობისთვის მთავარია რეალურ კვლევაზე, რეალურ ფაქტორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ინვესტორებიც სწორედ ასე იქცევიან.

„როდესაც პოლიტიკური რიტორიკა განსხვავდება რეალობისგან, მაშინ საქმიანი წრეები, ბიზნეს სამყარო, ბუნებრივია, რეალურ ფაქტორებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პოლიტიკოსის, რაც არ უნდა პატივსაცემი იყოს, გამონათქვამებზე, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ცდებიან, იმ შემთხვევაში, თუ კვლევას ეწინააღმდეგებიან. და თუ კვლევაზე დაფუძნებულია ნარატივი, თუ კვლევაზე დაფუძნებულია მესიჯბოქსი, თუ კვლევაზე დაფუძნებულია შეფასება, ბუნებრივია, ისინი ერთმანეთს ემთხვევა და ამ დროს ინვესტორიც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.

საქმიანი ურთიერთობისთვის მთავარია რეალურ კვლევაზე, რეალურ ფაქტორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ინვესტორებიც სწორედ ასე იქცევიან“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა