თეგებით ძიება
20. 07. 2024 მსოფლიო

მედია: IT ქაოსის შემდეგ გლობალური სერვისები აღდგენას იწყებენ

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესები და კომპანიები მასშტაბური IT შეფერხების შემდეგ მუშაობის აღდგენას იწყებენ. როგორც BBC იუწყება, ყველაზე მეტად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდნენ ბიზნესები, ბანკები, კლინიკები და ავიახაზები მას შემდეგ, რაც კიბერ-უსაფრთხოების კომპანიამ Crowdstrike არასწორი პროგრამული უზრუნველყოფა გაუშვა, რამაც Microsoft Windows-ზე მოახდინა გავლენა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ სისტემების აღდგენას შესაძლოა „გარკვეული დრო“ დასჭირდეს.

იმის მიუხედავად, რომ ათასობით ფრენის გაუქმების შემდეგ ავიახაზები ნორმალურ რეჟიმს უბრუნდებიან, ოპერატორები ელოდებიან, რომ გარკვეული შეფერხებები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

IT-სისტემების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები 19 ივლისს შექმნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა