თეგებით ძიება
21. 07. 2024 მსოფლიო

მე ვმსახურობდი საზღვაო ქვეითთა კორპუსში, რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა? - ჯეიმს დევიდ ვენსმა კამალა ჰარისს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მიჩიგანში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააკრიტიკა.

„ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მე არ მოვწონვარ. კამალა ჰარისმა თქვა, თითქოს მე არ ვარ ამ ქვეყნის ერთგული. რა ვიცი, კამალა. მე ვმსახურობდი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში და შევქმენი ბიზნესი. რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა? რა გაუკეთებია მას, თავისი პოლიტიკური ოფისებიდან ქვითრების შეგროვების გარდა?“ – განაცხადა ვენსმა.

ამასთან, მან ასევე ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

„არაფერია რადიკალური იმაში, რომ გქონდეს ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება. როდესაც ომში ვერთვებით, მტერს ძლიერ დარტყმას ვაყენებთ. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა და ის, რომ არ ცდილობდე ამერიკის ჩათრევას მსოფლიოს ყველა შორეულ კუთხესა და კონფლიქტში, ზოგჯერ, ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ჩვენი საქმე არ არის და უმჯობესია, ამისგან თავი შორს დავიჭიროთ. ეს არ არის რადიკალური აზროვნება. ეს, უბრალოდ, საღი აზრია“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა