თეგებით ძიება
21. 07. 2024 მსოფლიო

არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

„მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისადმი – არ შეცდეთ ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს ყველა გზით, ყველა ფრონტზე. ყველა, ვინც ზიანს მოგვაყენებს, თავისი აგრესიისთვის ძალიან ძვირს გადაიხდის“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იემენის "ჰუთების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილ იერიშზე საუბრისას განაცხადა.

ნეთანიაჰუმ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაამკაცრონ ზომები ირანისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ.

„ყველა, ვისაც სურს, იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა აღუდგეს ირანის ბოროტების ღერძს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანში, იემენში, ღაზაში, ლიბანსა და სხვაგან მისი მარიონეტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, დარტყმა იემენში მდებარე ალ-ჰუდაიდას პორტზე, რომელსაც „ჰუსიტები“ იარაღის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, იყო პირდაპირი პასუხი თელ ავივზე „ჰუსიტების“ მიერ დრონით მიტანილ იერიშზე.

„პორტი, რომელიც დაიბომბა, არ არის უდანაშაულო პორტი. მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ ლეტალური იარაღის მისაწოდებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის პასუხად, ერთ დღეში, იერიში მიიტანა იემენში, შიიტი ჰუთების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა