თეგებით ძიება

„ქოცების კარიკატურები ქოცებს ვერ დაამარცხებენ! თავისუფლების დაცვა ღირსეულ ხალხს შეუძლია!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ვინც კეზერაშვილს და მის სატელიტებს აძლევთ ხმას (ორი სუბიექტითაა წარმოდგენილი - ენმ და აჰლის კოალიცია), ხელს აწერთ საკუთარი ნების დათმობას, მისი ფულის სასარგებლოდ. 

იმიტომ რომ თქვენ არავინ შეგეკითხებათ არაფერს. 

თქვენს ლიდერებს მოაძრობენ იმ წუთში, რა წუთშიც ის ოლიგარქს არ დაემორჩილება, ისე რომ თქვენ არავინ შეგეკითხებათ, თქვენ სურვილებს ანგარიშს არავინ გაუწევს. 

აი როგორც ნაცმოძროაბის ამომრჩევლის სურვილს არ გაუწიეს ანგარიში ისე მოაძრეს მელია. 

როგორც ევროპული საქართველოს ამომრჩევლის სურვილს არ უწევდნენ ანგარიშს  ისე აძრობდნენ ბოკერიას!

როგორ შეიძლება თავს არ დაესხა ამომრჩევლის ნების აყრას, როცა იქ ხარ და ყველაფერი შენ თვალწინ ხდება? 

რავი, კაცს რომ სცემენ თქვენ თვალწინ, ან ძარცვავენ - ხმას არ ამოიღებთ? 

ამაზე უარესი მოხდა, ძარცვავდნენ ევროპული საქართველოს ამომრჩეველს, როცა ეუბნებოდნენ რომ ვიღაცას კიპრში მათი ლიდერი არ უნდა და ის უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ერთმა კაცმა რაღაც აიხირა. 

და ამას ელენეც და ზურაც ისე უყურებდნენ, ვითომ არაფერი ხდება და დუმილით ლეგიტიმაციას აძლევდნენ. 

დუმილს ვინ ჩივის, ზურამ საჯაროდ თქვა, ვინც იხდიდა, იმას უნდა გადაეწყვიტაო (ანუ ამომრჩეველი რა შუაშიაო)- ასეთი მორალის კაცია. 

უარესი ქნეს, როცა ნაცმოძრაობის ამომრჩეველი გაძარცვა კეზერამ - გააპრავეს. 

ნუ იმ უბადრუკ ქურქუმალ ვაიტზე და მის თავს გადამხდარ სირცხვილზე აღარაფერს ვიტყვი - კეზერას ბრძანებით ჯერ ამომრჩეველს დააფურთხეს და მერე ბოკუჩავათი გაწმინდეს. 

და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რა ტიპის ტრანზაქცია მოხდა, ნატურალური მეურნეობით იხდის თუ ტუგრიკებით, თუ შედეგი ერთია?

არსებობს ხალხი ამ ქვეყანაში, ვისაც ესმის რომ პრობლემა არა სახელებსა და გვარებში, არამედ მანკიერ სისტემაშია, რომელიც ადამიანებს ნებას ართევს და ერთ ადამიანს, ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფს უკუჭავს. 

ხოდა ჩვენ ამ წესიერი, გონიერი და პატრიოტი ადამიანების ხმა ვართ და არ დავდუმდებით, მიუხედავად იმისა რამდენია ასეთი ადამიანი. 

და მე მჯერა რომ ასეთი ბევრია. 

ვხედავ. 

ვხედავ აქციებზე როგორ არ იკარებს ხალხი კეზერაშვილის დარასკლადებულ პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ აქვთ.

ქოცების კარიკატურები ქოცებს ვერ დაამარცხებენ!

თავისუფლების დაცვა ღირსეულ ხალხს შეუძლია! - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა