თეგებით ძიება

დონალდ ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია - ბორის ჯონსონი

„დონალდ ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია. ის შეიძლება უკრაინას მშვიდობის მიღწევაში დაეხმაროს“, - აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. 

„დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როგორც არასდროს, დავრწმუნდი, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ჯონსონმა, ასევე უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა. 

„მე მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია დაასრულოს ეს ყველაფერი უკრაინისა და დასავლეთისთვის მართებული პირობებით“, - აცხადებს ჯონსონი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა