დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 ივლისს, დილით თბილისში ბაიკერი დაიღუპა. მოტოციკლი პატრულის მანქანას ყაზბეგის გამზირზე, ასათიანის ქუჩის კვეთასთან მაშინ შეეჯახა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა რევი დემეტრაშვილს გზა ჩაუკეტა.
დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სასამართლოს მოლოდინშია. მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე ამ წუთებში მსჯელობს. დაკავებულს სახელმწიფო ბრალდება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება და მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.