თეგებით ძიება
21. 07. 2024 მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციამ ქვეყნის ბირთვული არსენალის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები აშშ-ს ბირთვული არსენალის შესახებ.  მონაცემები 2023 წლის სექტემბრისთვის არსებულ ვითარებას ასახავს. როგორც შეერთებულ შტატებს ენერგეტიკის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასახელებულ პერიოდში ქვეყანას ჰქონდა 3748 ბირთვული ქობინი, ანუ 35-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შეერთებულ შტატებს ახლა 88%-ით ნაკლები ბირთვული ქობინი აქვს, ვიდრე 1967 წელს, როდესაც ისტორიაში ყველაზე მეტი - 31 ათასზე მეტი ქობინი ჰქონდა. 1989 წლისთვის კი ეს რაოდენობა - 22 ათასზე მეტი იყო. ამავე მონაცემებით, 2020 წლის სექტემბრიდან შეერთებულმა შტატებმა 405 ბირთვული ქობინი გაანადგურა.

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების [START III] თანახმად, თითოეულ მხარეს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინი არ უნდა აღემატებოდეს 1550-ს. რუსეთმა 2023 წელს, ოფიციალურად შეაჩერა მონაწილეობა ხელშეკრულებაში, ამავდროულად, უარი თქვა ბირთვული არსენალის ზომისა და განლაგებული ქობინების რაოდენობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაზე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა