თეგებით ძიება
21. 07. 2024 მსოფლიო

აშშ-ში 64 წლის ქალი 43-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

აშშ-ში 43-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს სანდრე ჰემე, რომელიც 1980 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ქალს მკვლელობაში ედებოდა ბრალი. საქმის ერთადერთი მტკიცებულება ფსიქიატრიულ კლინიკაში, ძლიერი ტრანკვილიზატორების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჰემეს აღიარება იყო, რომელიც ძირითადად გამომძიებლების კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა.

საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი აღიარება მტკიცებულებად არ უნდა იყოს მიჩნეული. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიებამ ყურადღება არ მიაქცია მტკიცებულებებს, რომლებიც სხვა ეჭვმიტანილს უკავშირდებოდა. ეჭვმიტანილი პოლიციელი იყო, რომლის მანქანა მოკლულის სახლთან ცოტა ხნით ადრე შენიშნეს. 

აშშ-ს ისტორიაში ჰემე უკანონო პატიმრობაში ყველაზე დიდხანს მყოფი ქალია. მაქსიმალური სასჯელი დანაშაულისთვის, რომელიც მოგვიანებით დაუმტკიცებლად იქნა მიჩნეული, მოიხადა ოკლაჰომელმა გლენ სიმონსმა. ის 1975 წელს დააპატიმრეს და 48 წლის შემდეგ, 2023 წელს გაათავისუფლეს.

წყარო: ტაბულა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა