თეგებით ძიება
21. 07. 2024 მსოფლიო

სასამართლო სიკვდილმისჯილის საქმის განხილვას სასჯელის აღსრულებამდე 20 წუთით ადრე დათანხმდა - სად მოხდა შემთხვევა?

აშშ-ის უზენაესი სასამართლო სიკვდილმისჯილის საქმის განხილვაზე  სასჯელის აღსრულებამდე 20 წუთით ადრე დათანხმდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

რუბენ გუტიერესი 85 წლის ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს. პროკურორის თქმით, 1998 წელს მომხდარი დანაშაულის მოტივი ქალის 600 ათასი დოლარის დასაკუთრება იყო, რომელიც დაზარალებულმა საძინებელში დამალა. სასამართლომ მამაკაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა ის ბოლო წუთამდე აცხადებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. 

გუტიერესმა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად დნმ-ის ანალიზი მოითხოვა. სასიკვდილო ინექციამდე 20 წუთით ადრე გუტიერესის ადვოკატებს აცნობეს, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივრის განხილვა გადაწყვიტა, ამიტომ სასჯელის აღსრულება გადაიდო.

ციხის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ სასიხარულო სიახლის გაგებისას გუტიერესს ტირილი აუვარდა. მან ციხის მღვდელთან ერთად ილოცა და განაცხადა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა.

პროკურორები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. მათი განცხადებით, ადვოკატები განზრახ აჭიანურებენ საქმის დასრულებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა