თეგებით ძიება

გრიფით საიდუმლო საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე გრიფით საიდუმლო საქმეზე უკრაინაში მებრძოლი პირი, ნადიმ ხმალაძე დაიბარა. ამის შესახებ ხმალაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მე, ნადიმ ხმალაძეს,  ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი - წერს ხმალაძე სციალურ ქსელში.

გამოძიებას კითხვები სამ პირთან აქვს. ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ჭიღლაძე, უკვე წარსდგა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამავე საქმეზე, სუს-ში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.

"კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ საქმე ტერორიზმის მომზადების მუხლითაც არის აღძრული. იმის გამო, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა, უწყება სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა