თეგებით ძიება
21. 07. 2024 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა - ვიტალი კლიჩკო

რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა  - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, მომავალი თვეები ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება.

„გააგრძელებს ომს ახალი სიკვდილით და ნგრევით თუ განიხილავს ტერიტორიულ კომპრომისს პუტინთან? და ამ შემთხვევაში რა ზეწოლა იქნება აშშ-იდან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? ან როგორ ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რასაც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშეა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი ​​წელი მოგვიწევს ბრძოლა”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, ზელენსკის, სავარაუდოდ, რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს, რადგან ვერ შეძლებს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე.

კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, როგორიც ისრაელში ჩამოყალიბდა „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.

„თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზადაა, დათმოს მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება, რომლის გარანტიას აძლევს საომარი მდგომარეობა რუსეთის შემოჭრის პირველი დღიდან. ზელენსკიმ ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა თავის კაბინეტში. შედეგად, პარლამენტმა დაკარგა შესაბამისი როლი. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დაკავშირებულია ევროპის მთავრობების ტრადიციებთან. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის დიქტატურისგან თავის დასაცავად, გვინდა, დავრჩეთ სრულიად განსხვავებულები პუტინის რეჟიმისგან. ექვსი თვის წინ ვუთხარი გერმანულ პრესას, რომ ავტორიტარიზმის სუნს ვგრძნობდი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა