თეგებით ძიება

მოიმატებს ტემპერატურა, რადგან მზე ზენიტშია გასული. მაღალი იქნება ხანძრების ალბათობაც - ასტროლოგი

ეცადეთ ეს ორი დღე სერიოზული სამუშაოებისგან თავი შეიკავოთ, შემდგომ მიყევით ნელ-ნელა მოვლენებს - ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს:

საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეები გველოდება ხვალ და ზეგ. 21 ივლისს, თბილისის დროით 14:17 საათზე გვექნება სავსემთვარეობა, თხის რქას ზოდიაქოს 29 გრადუსზე. 

ესაა ასტრონომიული მოვლენა, როდესაც დღის და ღამის მანათობლები ცის კაბადონზე ერთმანეთის პირისპირ განლაგდებიან, მთვარე კი გავსებულია. 

პიკის დროს გვექნება მთვარის შეერთება ტრანსფორმაციულ პლანეტა პლუტონზე, თან შეერთება ხდება თხის რქასა და მერწყულის გარდამავალ გრადუსებზე, რაც უფრო ამწვავებს ვითარებას. გირჩევთ რომ არ დაძაბოთ ქვენცობიერი ბუნება, შეასრულეთ ადვილი და მარტივი დავალებები. არაა გამორიცხული რომ ბევრ ორგანიზაციასა და სისტემაში ძირეული ცვლილებებიც კი ვიხილოთ. მთვარეს პიკის დროს აქვს იდეალური ტრიგონი მარსზე და ურანზე, რაც ხელს უწყობს სტაბილურობას, ორიგინალური იდეების ფართო ასპარეზზე გამოჩენას და კოლექტიურ აქტივობას. კარგი პერიოდია მარკეტინგული ბიზნესისთვის, სწავლისა და მოგზაურობისთვის. 

ეცადეთ მაინც ეს ორი დღე სერიოზული სამუშაოებისგან თავი შეიკავოთ, შემდგომ მიყევით ნელ-ნელა მოვლენებს. 

22 რიცხვში კი გვექნება მზის დაბადება, ვგულისხმობ, რა, მზის გადასვლას ლომის ნიშანში. აქ დღის მანათობელი თავს იდეალურად გრძნობს, მისთვის მმართველობითი გარემოა, შეფასებაც რა გასაკვირია რომ უმაღლესი აქვს. 

მომდევნო ერთი თვე მეტად მოიმატებს ტემპერატურა, რადგან მზე ზენიტშია გასული. სამწუხაროდ, მაღალი იქნება ხანძრების ალბათობაც, აგვისტოში პერიოდი კარგი იქნება ძველი საქმეების დასასრულებლად და საბოლოოდ წერტილის დასასმელად. 22 რიცხვში მეტი ლოცვა და სულიერი კონტაქტი შემოქმედთან! - წერს გიორგი ლობჟანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა