თეგებით ძიება

18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ - საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ, 22 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, წელს თბილისის საჯარო ბაღები, ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება, ამ დრომდე მხოლოდ პირველი და მეორე ეტაპის რეგისტრაციაა გამოცხადებული, რის შედეგადაც, კახა აბულაძის თქმით, 8000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

“პირველ ეტაპზე, რომელიც მიზნობრივი კატეგორიის რეგისტრაციას ითვალისწინებდა, 3000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, მეორე ეტაპის რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 ივლისის ჩათვლით და ამ წუთისთვის 4500-მდეა რეგისტრირებული. რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, ის 22 ივლისს იწყება 10:00 საათიდან ადგილების შევსებამდე და რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად შეუძლიათ თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია. მშობლებს შეუძლიათ წინასწარ ნახონ ჩვენს ვებგვერდზე ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა.

ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ. ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 8000-მდე აღსაზრდელი”, – განაცხადა კახა აბულაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა