თეგებით ძიება

„მასთან გატარებული ყოველი წუთი გაკვეთილია“ - ზურა შევარდნაძე ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს

მომღერალ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე აქვს - დღეს 88 წელი შეუსრულდა. ლეგენდარულ მომღერალს დაბადების დღეს ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს:

დღეს ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.

ის მარტო იმიტომ კი არ უყვართ, რომ კარგად მღერის, გემოვნებიანად აცვია და ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ თავმდაბალი, ზომიერი, გულიანი, გონიერი და საოცრად თბილი ადამიანია.

მასთან გატარებული ყოველი წუთი გაკვეთილია, ბევრი რამის სწავლა შეიძლება მისგან.

მინდა იყოთ დიდხანს ჯანმრთელად - წერს ზურა შევარდნაძე.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა